ჩემს შესახებ

ვარ ექიმი ანესთეზიოლოგი-ინტენსივისტი, მრავალწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი კლინიკური გამოცდილებით. პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარე ისრაელში, ბარზილაის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში 5 წლიანი Fellowship-ის პროგრამა ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში, სადაც მივიღე ფართო პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა ქირურგიული პროფილის, რთული პერიოპერაციული და კრიტიკული პაციენტების მართვაში.

ჩემი კლინიკური გამოცდილება მოიცავს ანესთეზიოლოგიის მრავალ მიმართულებას, მათ შორის განსაკუთრებით ფართო პრაქტიკას სამეანო ანესთეზიაში მშობიარობის გაუტკივარებაში, საკეისრო კვეთის ანესთეზიაში და მაღალი რისკის ორსულების მართვაში.

ამჟამად ვხელმძღვანელობ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტს. ჩემი საქმიანობა მოიცავს როგორც უშუალო კლინიკურ პრაქტიკას, ისე პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტების განვითარებას, თანამედროვე საანესთეზიო მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, გუნდის მართვასა და პროფესიულ განვითარებას.

ჩემი პროფესიული საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზოგადოებაში ანესთეზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ სამეანო ანესთეზიის მნიშვნელობის სწორად წარმოჩენას, ორსულებისთვის თანამედროვე გაუტკივარებისა და ანესთეზიის შესაძლებლობების შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდებას და ანესთეზიოლოგის როლის უკეთ გაცნობას.

ჩემი პროფესიული მიდგომის საფუძველია მაღალი კლინიკური სტანდარტი, ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ეფექტური გუნდური მუშაობა, პაციენტთან სწორი კომუნიკაცია და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ზრუნვა.

გამოცდილება

American Hospital Tbilisi — JCI Accredited

ანესთეზიოლოგი | 2022–2024

მრავალპროფილური კლინიკური პრაქტიკა, რთული საანესთეზიო შემთხვევების მართვა, თანამედროვე საანესთეზიო მიდგომების გამოყენება და ახალგაზრდა კოლეგების პროფესიული მხარდაჭერა და დასავლური გამოცდილების გაზიარება.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი | 2024–დღემდე

დეპარტამენტის სრული კლინიკური და საორგანიზაციო ხელმძღვანელობა, თანამედროვე საანესთეზიო და ინტენსიური თერაპიის სტანდარტების დანერგვა, გუნდის განვითარება და პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სისტემების გაუმჯობესება. ხელმძღვანელობით საქმიანობასთან ერთად აქტიური კლინიკური პრაქტიკა და რთული პერიოპერაციული შემთხვევების მართვა.

Barzilai Medical Center, Ashkelon, Israel — JCI Accredited

ანესთეზიოლოგი-ინტენსივისტი | 5 წლიანი Fellowship
2017–2022

5 წლიანი Fellowship ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში, ფართო კლინიკური გამოცდილებით გეგმიური და გადაუდებელი პაციენტების პერიოპერაციულ და კრიტიკულ მართვაში. საქმიანობა მოიცავდა პრეოპერაციულ შეფასებას, ანესთეზიის დაგეგმვას, ინტრაოპერაციულ მართვას, პოსტოპერაციულ ზრუნვასა და ინტენსიურ თერაპიას.

კლინიკური გამოცდილება მოიცავდა:

  • სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიას, მათ შორის მაღალი რისკის ორსულობებს

  • ზოგად ქირურგიას

  • სისხლძარღვთა და თორაკალურ ქირურგიას

  • უროლოგიას

  • ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიას

  • პედიატრიულ ანესთეზიას

  • ყბა-სახის, ENT და პლასტიკურ ქირურგიას

  • ამბულატორიულ ანესთეზიას

  • გადაუდებელ და ტრავმის ანესთეზიას, მათ შორის საომარი მოქმედებების პერიოდში

  • რეგიონულ ანესთეზიასა და პერიფერიულ ნერვულ ბლოკებს

  • ინტენსიურ თერაპიას