საბა რეხვიაშვილი

გამოცდილება

American Hospital Tbilisi — JCI Accredited

ანესთეზიოლოგი | 2022–2024

მრავალპროფილური კლინიკური პრაქტიკა, რთული საანესთეზიო შემთხვევების მართვა, თანამედროვე საანესთეზიო მიდგომების გამოყენება და ახალგაზრდა კოლეგების პროფესიული მხარდაჭერა და დასავლური გამოცდილების გაზიარება.

საბა რეხვიაშვილი, ანესთეზიოლოგი
საბა რეხვიაშვილი, ანესთეზიოლოგი

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი | 2024–დღემდე

დეპარტამენტის სრული კლინიკური და საორგანიზაციო ხელმძღვანელობა, თანამედროვე საანესთეზიო და ინტენსიური თერაპიის სტანდარტების დანერგვა, გუნდის განვითარება და პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სისტემების გაუმჯობესება. ხელმძღვანელობით საქმიანობასთან ერთად აქტიური კლინიკური პრაქტიკა და რთული პერიოპერაციული შემთხვევების მართვა.

Barzilai Medical Center, Israel — JCI Accredited

ანესთეზიოლოგი-ინტენსივისტი

5 წლიანი Fellowship ისრაელში, ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში, ფართო კლინიკური გამოცდილებით გეგმიური და გადაუდებელი პაციენტების პერიოპერაციულ და კრიტიკულ მართვაში. საქმიანობა მოიცავდა პრეოპერაციულ შეფასებას, ანესთეზიის დაგეგმვას, ინტრაოპერაციულ მართვას, პოსტოპერაციულ ზრუნვასა და ინტენსიურ თერაპიას.

კლინიკური გამოცდილება მოიცავდა:

  • სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიას, მათ შორის მაღალი რისკის ორსულობებს

  • ზოგად ქირურგიას

  • სისხლძარღვთა და თორაკალურ ქირურგიას

  • უროლოგიას

  • ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიას

  • პედიატრიულ ანესთეზიას

  • ყბა-სახის, ENT და პლასტიკურ ქირურგიას

  • ამბულატორიულ ანესთეზიას

  • გადაუდებელ და ტრავმის ანესთეზიას, მათ შორის საომარი მოქმედებების პერიოდში

  • რეგიონულ ანესთეზიასა და პერიფერიულ ნერვულ ბლოკებს

  • ინტენსიურ თერაპიას